01 მაისი 2024,   20:50
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ყოველთვიური დანამატი თითქმის გაუორმაგდათ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ყოველთვიური დანამატი თითქმის გაუორმაგდათ და ათას 200 ლარს მიაღწია. საბჭომ ცვლილება უკვე დაამტკიცა. ამავე დროს ხელფასი გაეზარდათ სასამართლოების მენეჯერებსა და ბიუროს უფროსებს.

ცვლილება შეეხო სასამართლოების აპარატში მომუშავეთა ნაწილსაც, თუმცა მომატების ნაცვლად მანდატურებს, სხდომის მდივნებსა და თანაშემწეებს - ხელფასი შეუმცირდათ.

"კლება შეადგინა დაახლოებით 7-დან 93 ლარამდე. ერთეულ შემთხვევებში არის 93 ლარი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კლების. ამ შემთხვევაში ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ გვექნება, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.  

დღის ამბები