24 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
ქუთათელაძის საქმეზე დაკითხული გიორგი ჭანტურიას და აცხადებს, რომ მის ძმას გენერლის მკვლელობის აღიარებას აიძულებდნენ

გიორგი ჭანტურიას, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას პოლიცია აიძულებდა და მასზე ზეწოლას ახდენდა - სკანდალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გიორგი ჭანტურიას დამ გააკეთა. ჭანტურია პოლიციამ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხა, მოგვიანებით კი ბრალი არა მკვლელობის, არამედ საბრძოლო მასალების შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენა.

სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ვაზნები ამოიღო, რომელიც ჭანტურიას მამას ეკუთვნოდა.

დაკავებულის და, მარიამ ჭანტურია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობს. მან განაცხადა, რომ თბილისიდან ჩამოსული საგამოძიებო ჯგუფი, გუშინ გვიან ღამით ცდილობდა ზეწოლის მოხდენას მის ძმაზე, გიორგი ჭანტურიაზე, რათა მას ეღიარებინა მომხდარი მკვლელობა, რის შემდეგაც ჭანტურია შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

მარიამ ჭანტურია იმ დეტალებს იხსენებს, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი ძმის დაკავება და ამბობს, რომ გიორგი ჭანტურიას მშობლების სახლში ჩხრეკა გუშინ ჩატარდა და სამართალდამცველებმა 9 ცალი ვაზნა ამოიღეს, რომელიც მის მამას ეკუთვნის, თუმცა ვაზნების შეძენა-შენახვის ბრალდებით მისი ძმა, გიორგი ჭანტურია დააკავეს.

„აიძულებდნენ, რომ ეს მკვლელობა თავის თავზე აეღო და შესაბამისად, სასწრაფოც მოვიდა იმ დროს, იმიტომ რომ ჩემი ძმა ცუდად გახდა, დაფიქსირებულია ეს ყველაფერი ოფიციალურად. ოქმშიც არის მითითებული, რომ სასწრაფოს გამოძახება აუცილებელი გახდა. ადვოკატები შემდეგ შევიდნენ, როდესაც სასწრაფო მოვიდა და ისინიც მოწმეები იყვნენ ამ ზეწოლის. ზეწოლა მიდიოდა ჩვეულებრივ, მას უნდა ეღიარებინა მკვლელობა. იძულებით, როდესაც დათმეს მოწილეებმა ეს ბაზარი, იმის მერე ჩვეულებრივად არანაირი დავა არ ყოფილა, არანაირი წილების გადანაწილება, არავის არაფერი არ მოუთხოვია,“ - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას დის თქმით, ის ფაქტი, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს, მისი ძმა რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, იხსნება იმით, რომ გიორგი ჭანტურიას იქ ობიექტები აქვს და ადგილზე მისვლა თითქმის ყოველ დღე უწევს.

 

დღის ამბები