25 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
ბაღების მართვის სააგენტოს მუშაობის შესწავლა - ლევან ხაბეიშვილმა ისანი-სამგორის პოლიცია დატოვა

ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა ისანი-სამგორის პოლიციის შენობა დატოვა. ხაბეიშვილმა პოლიციას, ბაღების მართვის სააგენტოს მუშაობის შესწავლის მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მიმართა. გამოძიებას ჯერ საქმისთვის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია და კიდევ რამდენიმე პირის დაკითხვას გეგმავს.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარაუდობს, რომ საქმე უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

გამოძიების დაწყების საფუძველი, ”რუსთავი 2”-ის ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, სადაც ერთ-ერთი ბაღის დირექტორის საქმიანობაზე იყო საუბარი, რომელიც დოკუმენტებს ხელს მისი გარდაცვლილი მოადგილის ნაცვლად აწერდა.

„გამოძიებას ქონდა კონკრეტული კითხვები, თუ რა ინფორმაციას ვფლობდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მას მივაწოდეთ, გარდა სიუჟეტში გასული მასალების, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვაქვს სრული ჩანაწერი ყოფილი ბაღის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბატონი თორდინავასი, რომელიც საქმის კურსში იყო სავარაუდო სისხლის სამართლის საქმეზე. მას არანაირი რეაგირება არ ქონია ამაზე, რომ არა „რუსთავი 2“, რომ არა ჩვენ, რომლებმაც ეს მასალები მივაწოდეთ გამოძიებას, დღემდე ამით არ დაინტერესდებოდა გამოძიება. გამოძიებას კვალიფიკაცია ჯერ არ მისცემია, მარტივი მიზეზით. მათ გამომკითხეს, ასევე დასაკითხია რამდენიმე ადამიანი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გამოძიება, რა მუხლით აღიძრას ეს საქმე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები