16 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
საკვები რაციონიდან ამოღებული მარილი და შემცირებული შაქრის და სხვა პროდუქტების რაოდენობა - ახალი მენიუ საბავშვო ბაღებში

საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის საკვების კალორიულობის შემცირებას მშობლების პროტესტი მოჰყვა. საკვებ რაციონში შემცირებულია შაქრის და სხვა პროდუქტების რაოდენობა. მენიუდან მთლიანად არის ამოღებული მარილი.

ყველა საბავშვო ბაღში კალორიების რაოდენობა 1500-დან 1200 კილო კალორიამდეა შემცირებული, შესაბამისად, შემცირებულია საკვების რაოდენობა. ამას ბაღების დირექტორებიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ პროდუქტები ჩანაცვლდა და აქცენტი გაკეთდა უფრო ჯასნაღ პროდუქტზე.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალ საქართველოში“ საბავშვო ბაღებში ახალი მენიუს შედგენასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„დაახლოებით 1/5-ით არის შემცირებული ეს კალორია და შესაბამისად არის შედგენილი ეს მენიუც. აქ კითხვები ჩნდება, თუ ამ წლების განმავლობაში ბევრი იყო კალორია, მაშინ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, რომ ბევრი კალორიით დატვირთული მენიუ იყო შედგენილი და წლების განმავლობაში თანხაც იფლანგებოდა და ზედმეტი საკვები იყო. თუ ეს ასე არ იყო, ახლა უნდა აგვიხსნან, რატომ მოხდა შემცირება და ბავშვების ხარჯზე რატომ აკეთებენ შემცირებას თბილისის მერიაში,“ - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები