16 ივლისი 2024,   16:46
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი გარდაცვალების შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნოდარ ახალკაცი გარდაცვალების შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნის უმაღლესი ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში ახალკაცის შვილს გადაეცა.

2 იანვარს, ლეგენდარულ მწვრთნელს და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე ახალკაცის ოჯახის წევრები, ვეტერანი დინამოელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მარგველაშვილს ვეტერანი დინამოელების ხელმოწერით ბურთი და მცირე ზომის ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა, წარწერით - თომა მარგველაშვილი.

დღის ამბები