03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ზურაბ ჟვანიას მეგობარი გუშინ „არჩევანში” გაჟღერებულ საიდუმლო მასალებს ეხმაურება

ზურაბ ჟვანიას მეგობარი და ოჯახის ახლობელი ხათუნა ხოფერია გუშინ გადაცემა „არჩევანში” გაჟღერებულ საიდუმლო მასალებს ეხმაურება. 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მოითხოვს, რომ „რუსთავი 2-მა” წარმოადგინოს დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ტელეკომპანიას კონფიდენციალურმა წყარომ გადასცა.

ხათუნა ხოფერია ამ დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ „რუსთავი2-მა” დადოს FBI-ის დასკვნა და მოუწოდებს, დაასახელოს ის კონკრეტული პირი, რომელმაც ეს დოკუმენტი მიაწოდა. 

„რამდენადაც მე ვიცი, 2006-ში თუ 2007-ში დაურიგდათ FBI-ის დასკვნა, საქართველოს პარლამენტის წევრებს და რა იყო ის დასკვნა, რომელშიც მაგდაგვარი არაფერი არ ეწერა. ძაძამიას ადვოკატმა ზურას ყოფილი დაცვის უფროსს - გოჩაშვილს ბოდიში მოუხადოს იმის გამო, რაც გუშინ განაცხადა,” - აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის ახლობელი ხათუნა ხოფერია.

ყოფილი დეპუტატის ინფორმაციით, გამოძიება დასასრულს უახლოვდება და მალე დადასტურდება, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია.

ხათუნა ხოფერია ფიქრობს, რომ სწორედ ამას უკავშირდება ყოფილი ხელისუფლებისა და საქმეში ბრალდებული პირების გააქტიურებაც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები