08 სექტემბერი 2024,   03:25
ვრცლად
გიორგი ვაშაძე დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

გიორგი ვაშაძე დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს გეგმავს.

ვაშაძის თქმით, განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი. მათ შორის, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს რეფორმის შესახებ და ე.წ. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები.

კანონპროექტი ფონდმა, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, უკრაინაში შეიმუშავა.

„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემით ვიქნებით წარმოდგენილი. პირველი, ეს არის ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონი, რომელსაც სწორედ ჩვენს შემუშავებულ კანონს მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ხელი. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო სისტემა. მეორე მნიშვნელოვანი თემა არის ახალი თაობის მმართველობა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები