03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
„ფასები მხოლოდ 100-მდე მედიკამენტზე არის გაზრდილი,” - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო ფასების მატება 15 ათასი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ ასამდე მათგანს შეეხო და ისიც 7-დან 10 პროცენტამდე.

თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი ეკონომიკური პროცესების გამო, ფასების მატება გაგრძელდა, ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ მზად გვაქვს გეგმა, რომ თუ იქნა ფასების მატება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე, ეფექტური გეგმა ავამუშავოთ, რომლითაც უზრუნველვყოფთ მოსახლეობის მიწვდომადობას ესენციურ მედიკამენტებზე,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები