03 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობის ტესტირების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს

თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს დღეს "სამართლიანი არჩევნები."

არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგი 49 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა. თუმცა ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვება მათ საკმაოდ გაუჭირდათ.

„გარკვეულმა მუნიციპალიტეტებმა საერთოდ არ მოგვცეს გასაუბრებაზე დაკვირვებების შესაძლებლობა, ხოლო ნაწილმა შეზღუდვით. ანგარიშში ვსაუბრობთ კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხვევებზე და სხვა ტიპის ტენდენციებზე, როდესაც თანაბარ პირობებში მყოფი კონკურსანტების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება გამოიჩინა კომისიამ,” - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

დეტალურად გამოვლენილ ტენდენციებსა და დარღვევებზე ”სამართლიანი არჩევნები” დღეს იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები