27 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - სამძებრო სამუშაოები მტკვარში განახლდა

სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარში, დღეს დილიდან ისევ განახლდა. უკვე რამდენიმე დღეა, მაშველები და სამართალდამცველები, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის იარაღს და სხვა ნივთმტკიცებებს ეძებენ.

ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლე. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი მოკლული რუსთავში საკუთარ კაბინეტში იპოვეს. გენერალს  ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

გენერლის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. 

დღის ამბები