03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
გოგა ხაჩიძის ინიციატივა პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით უმრავლესობისთვის მიუღებელია

პენსიების 220 ლარამდე გაზრდის ინიციატივას, რომელიც გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის, კანონმდებლები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ.

უმრავლესობის წევრები ამ ინიციატივას "აბსურდულს" უწოდებენ.

კოალიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიებს საპენსიო თანხის ნაწილის დაფარვას ვერ დაავლდებულებს.

„წინადადების მიხედვით, ჩვენ რომელიღაც კერძო ფონდი უნდა დავავალდებულოთ პენსიის დანამატი გადაიხადოს, რაც ვფიქრობ, არ არის სერიოზული. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიის ზრდა 10 ლარით. ეს აუცილებლად მოხდება სექტემბერში,” - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ამირან წიკლაურმა.

ჯანდაცვის კომიტეტში დღესვე დეპუტატები კიდევ რამდენიმე თემაზე იმსჯელებენ. მათ შორის უცხოელების მიერ ვიზების მიღების წესის გამარტივებაზე, სასჯელაღსრულების სფეროში დაგეგმილ რეფორმასა და ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის სამსახურის გაუქმებაზე.

დღის ამბები