20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ოპოზიციაში გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს

„მეტი საქმე არ აქვს ივანიშვილს, რომ აუტკივარი თავი აიტკივოს,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილის შესაძლო დასახელებას.

რომან გოცირიძის თქმით, ენმ-ში პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობა მიდის, თუმცა, ამ ეტაპზე არ არიან ჩამოყალიბებულები.

რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთ-ერთ ვარიანტად გრიგოლ ვაშაძეც განიხილება.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, გიორგი ტუღუში მმართველი გუნდიდან ივანიშვილის კანდიდატურის განხილვას პრეზიდენტის თანამდებობაზე გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, ყოფილ პრემიერს არაფორმალური მართვის სტილი ურჩევია.

„არ მგონია, რომ მან ეს კომფორტი დაარღვიოს, თუნდაც, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გზით,“ - აცხადებს ტუღუში.

გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატიული გზით შერჩეულ კანდიდატს გაზაფხულზე დაასახელებს. ტუღუშმა ასევე, აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ ყველა პროდასავლურ ძალასთან კონსულტაციების გავლას გეგმავს. 

დღის ამბები