19 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
„სიცოცხლით სავსე ქალაქში სიკვდილი დადის“ - კომპანია „საქართველოს" მეანაბრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

„სიცოცხლით სავსე ქალაქში სიკვდილი დადის“ - ამ ლოზუნგით პარლამენტთან შეკრებილები  ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ფინანსური კომპანია „საქართველოსგან“ დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლების მხარდაჭერას და ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

„დაგვიბრუნონ ჩვენი დანაზოგები, თუ არადა უახლოეს პერიოდში, მოვედით დღეს, ვითხოვთ თალაკვაძესთან, კოვზანაძესთან დეტალურად შეხვედრას ამ ჩვენი საკითხის გაშუქება-გაანალიზებისთვის, თუ არა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ერთობლივად, მასიურად ვტოვებთ საქართველოს და მივდივართ საელჩოებთან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით,“ - განაცხადა დაზარალებულმა, ლალი თეთრუაშვილმა.

დღის ამბები