21 იანვარი 2022,   12:30
ვრცლად
"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ექსპერტის კვლევა, რომელიც ოფიციალურ თბილისს ნატო-ში გაწევრიანების მოკლე გზას სთავაზობს

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ექსპერტის ლუკ კოფის ნაშრომი, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ახალ სტრატეგიას წარმოადგენს თბილისში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში განხილვის საგანი ხდება.

ლუკ კოფი ალიანსის წევრებსა და ოფიციალურ თბილისს ნატოსი გაწევრიანების მოკლე გზას სთავაზობს, რომელიც რუსეთს ამ პროცესზე ვეტოს დადების საშუალებას შეუზღუდავს.

სტრატეგიის მთავარი პუნქტი ალიანსში წევრობის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მეთოდით აღდგენამდე, მე-5 პუნქტის მოქმედების შეჩერებას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება ამ პროექტზე კრემლის რეაქცია.

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ექსპერტის ლუკ კოფის ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში 8 თებერვალსაა დაგეგმილი. დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავად ამერიკელი სპეციალისტი, ამერიკის ელჩი იან კელი მიიღებენ.

დღის ამბები