25 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
საბავშო ბაღების რაციონი-ოპოზიცია ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. საუბარია გუშინ თბილისის საკრებულოში უმცირესობასთან გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც კახაბერ გვანცელაძემ რამდენიმე კვირის წინ საბავშვო ბაღებში რაციონის შეცვლის და კალორაჟი შემცირების მიზეზად ბავშვების ჯანმრთელობისათვის სახიფათო ძველი მენიუ დაასახელა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, კახაბერ გვანცელაძემ დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთებაზე უარი თქვა. კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს არ ისურვა არც სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ. ის ერთ-ერთია, რომლის როგორც ბავშვების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირის დაკითხვა, ოპოზიციამ დღეს პროკურატურისგან მოითხოვა.

იკვებებოდნენ თუ არა საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ჯანმრთელობისთვის საშიში რაციონით - ამ კითხვაზე პასუხს თბილისის საკრებულოს წევრები უკვე პროკურატურისგან ითხოვენ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების რაციონი იანვრიდან შეიცვალა. 1581 დღიური კილო კალორია 1292-მდე შემცირდა. მათ შორის მინიმუმამდე დაიყვანეს მენიუში მარილისა და შაქრის დოზა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები