27 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
"წმინდა ურჩხულები" - პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში. ჟან კოკტოს ცნობილი პიესის "წმინდა ურჩხულების" მიხედვით სპექტაკლი ლევან წულაძემ დადგა. რეჟისორის სურვილით წარმოდგენა მთავარი როლის შემსრულებლის, გურანდა გაბუნიას 60-წლიან სასცენო მოღვაწეობას ეძღვნება.

"წმინდა ურჩხულები" პირველად 1940 წელს პარიზის ერთ-ერთ თეატრში დაიდგა. ნაწარმოები დღემდე აქტუალურია, სწორედ ამიტომ კოკტოს სიუჟეტის მიხედვით, ლევან წულაძემ თეატრის კულისების გაცოცხლება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გადაწყვიტა.

ერთ-მოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში ხვალ საღამოს 08:00 საათზე გაიმართება.

დღის ამბები