16 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
მეტროს ჩამონგრევა იქნება მონაგონი იმასთან, რასაც აჭარა ასწლეულობის მანძილზე მოიმკის - ნატა ფერაძე ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანაზე საუბრობს

„საგანგაშო ხდება ის, რომ მანამ ჩვენ ჯეჯელავა ვაშლებს გვაჭმევდა, განათლების სისტემის კრახი არის ის, რასაც ახლა ვხედავთ,“ - ასე აფასებს „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანას. 

ნატა ფერაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ მათთან ერთად იკვლევს ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხს.

„არჩევანის“ ეთერში ფერაძე აღნიშნავს, რომ უცხოელი სპეციალისტების მასთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ ხეების უმრავლესობა ვერ გაიხარებს. ნატა ფერაძე ხეების მოჭრას ვანდალიზმს უწოდებს.

„მეტროს ჩამონგრევა იქნება მონაგონი იმასთან, რასაც აჭარა ასწლეულობის მანძილზე მოიმკის, აქ არის საუბარი კლიმატის ცვლილებებზე, წყლების ამოშრობაზე, მწერების გადაშენებაზე. ეკოლოგიური ჯაჭვის ძალიან დიდ გარღვევაზე არის საუბარი,“ - განაცხადა ფერაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ არაერთი სამართალდარღვევა იკვეთება ხეების გადატანის დროს.

„ქართული კანონმდებლობით „წითელ ნუსხაში“ ხის მოჭრას სჭირდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური განკარგულება, სად არის? წარმოადგინეს ეს საბუთი?“ - განაცხადა ნატა ფერაძემ. 

დღის ამბები