24 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
სოციალური აფეთქება გარდაუვალია - იმერეთში ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანას აფასებენ

იმერეთში ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანასთან დაკავშირებით "არჩევანთან" საუბრობენ. მათი ნაწილი კრიტიკულად აფასებს ხეების გადატანას, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი სურვილია და ვერაფერს დაუშლიან.

„რატომ ანადგურებს ტყეს, მაგის მაგივრად ამ გაჭირვებულ ხალხს მიხედოს, არ სჯობია?“ - აღნიშნა ადგილობრივმა.

იმერეთში ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება ნიადაგსაც ანადგურებს.

„გაანადგურა ყველაფერი და უნდა, თავისი კარიერა მოიწყოს ყველანაირად და მერე იქნება ფასიანი შესვლაც და გამოსვლაც, ორივე,“ - აცხადებს იმერეთში მცხოვრები.

იმერეთში ასევე, ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც იღებენ ხარჯებს მისი ხეების გადასატანად.

„ტრაგედია ხდება და სოციალური აფეთქება გარდაუვალია. არ ვიცი, ერი ამას როგორ ითმენს. სოციალური აფეთქება, ეშინოდეს,“ - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები