25 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
ერთი ხე მოვჭერით შეშად და იმაზე 1000 ლარით დაგვაჯარიმეს და მაგათ აქვთ უფლება? - კახეთში ივანიშვილის მიერ ხეების გადატანას აფასებენ

„უნდა დაიჭირონ ივანიშვილი, იმიტომ, რომ ერთ ხეს გლეჯს და ას ცალს კიდევ ანადგურებს,“ - ასე აფასებს კახეთში მცხოვრები მოქალაქე ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადარგვას საქართველოს სხვადსხვა რეგიონიდან.

კახეთში გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ თუ სხვა პირებს იჭერენ ერთი ტოტის მოჭრისთვის, რატომ არ სთხოვენ ივანიშვილს პასუხს.

„ერთი ხე მოვჭერით შეშად და იმაზე 1000 ლარით დაგვაჯარიმეს და მაგათ აქვთ უფლება?“ - განაცხადა ადგილობრივმა.

კახელები ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ, რადგან მათი აზრით, ხეების უმრავლესობა გახმება.

გამოკითხულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ხეების გადარგვით არაფერი გაფუჭდება.

დღის ამბები