21 იანვარი 2022,   12:41
ვრცლად
აღმაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფო არ რეაგირებს ამაზე, როგორც სახელმწიფოს ეკადრება - ლევან ბუთხუზი ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანაზე საუბრობს

ორგანიზაცია SEED-ის დირექტორი, ლევან ბუთხუზი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხეების გადატანას „არჩევანის“ ეთერში აფასებს. ლევან ბუთხუზის თქმით, საზოგადოება ამ პრობლემაზე ხმამაღლა არ საუბრობს.

„ასწლოვანი ხეებია, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგას. ჩვენ ვართ მეპატრონეები, ამის განცდა არ გვაქვს, მეპაიეები ვართ, მეწილეები ვართ, ჩვენ ამაში ფულს ვიხდით,“ - აცხადებს ბუთხუზი.

ლევან ბუთხუზის თქმით, განათლების ამაღლებაც მნიშვნელოვანია.

„არ ვიცი, რას ვსწავლობთ აქედან და შემდეგ რა მოხდა და მივა ეს, მართლა, აფეთქებამდე თუ ეს ჩაივლის და წყნარად იქნება, არ ვიცი, ამას დრო გვანახებს. მოცემულ მომენტში საკმარისად აღმაშფოთებელია, როდესაც სახელმწიფო არ რეაგირებს ამაზე, როგორც სახელმწიფოს ეკადრება,“ - განაცხადა ლევან ბუთხუზმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები