03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
შვედეთის სამეფო ოჯახის ზამთრის მეჯლისზე "სულიკო" და "თბილისო" შესრულდება

ქართველმა მომღერალმა, ნოდიკო ტატიშვილმა, შვედეთის სამეფო ოჯახის ზამთრის მეჯლისიდან მოწვევა მიიღო, სადაც ის ევროვიზიის საკონკუროს სიმღერის გარდა, "თბილისოს" და "სულიკოს" შეასრულებს.

სიმღერები "თბილისო" და "სულიკო" შვედეთის სამეფო ოჯახის ზამთრის მეჯლისზე პირველად შესრულდება.

ახალგაზრდა მომღერალმა მოწვევა სტოკჰოლმიდან ერთი თვის წინ მიიღო და ის სამეფო ოჯახის წევრებთან შესახვედრად ემზადება.

ის პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც ღონისძიებაზე იმღერებს. ტატიშვილი 4 სიმღერას შეასრულებს. 

ზამთრის მეჯლისი სტოკჰოლმში ყოველწლიურად ტარდება. სამეფო ოჯახის ტრადიციას ამჯერად დედოფალი აგრძელებს და სწორედ მისი პატრონაჟით, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ დარბაზში, ქველმოქმედების მიზნით, სამეფო გვარის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები იკრიბებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები