03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
რა ხდება თვითმმართველობებში - არასამთავრობო ორგანიზაციების სკანდალური დასკვნა

ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 49 მუნიციპალიტეტში ჩატარებული მონიტორინგის პირველადი შედეგები წარმოადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის დოკუმენტში, რეგიონებთან ერთად, დედაქალაქის მერიაში აღმოჩენილი დარღვევებიც მოხვდა, რომლითაც, ანგარიშის ავტორების თქმით, სამთავრობო და საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხვდა დედაქალაქის მერიაში მომხდარი ფაქტიც, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მასთან გასაუბრების პროცესი ფარული კამერით თავად გადაიღო. კამერის აღმოჩენას კი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან შეურაცხყოფა მოჰყვა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელთა შენიშვნების ძირითადი ნაწილი ატესტაციის პროცესში გასაუბრების ეტაპს ეხება. 

დღის ამბები