03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ლუდი შესაძლოა გაძვირდეს

პირველი მარტიდან, ერთი ბოთლი ლუდის აქციზი 10 თეთრით გაძვირდება. 
აქციზური გადასახადის 50 პროცენტით მატების გამო, კომპანიები პროდუქტის გაძვირებას გეგმავენ.

მწარმოებელი კომპანიები უარყოფით შედეგებს პროგნოზირებენ. მათი გათვლებით, დაიკლებს გაყიდვები, რის გამოც, დანახარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა მოუწევთ.

მწარმოებელთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული კომპანიების ზარალი 30 პროცენტს გადააჭარბებს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა საერთოდ ბიზნესის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუხდეთ.

ლუდის მწარმოებელი კომპანიები ფინანსთა სამინისტროს აქციზის გაძვირების გადავადებას სთხოვენ. ფინანსთა მინისტრი კი კომპანიების შენიშვნებს არ იზიარებს.

ნოდარ ხადურის განცხადებით, მწარმოებლებს გადასახადების გაზრდამდე რამდენიმეთვიანი ვადაც ჰქონდათ მიცემული.

კომპანიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხადურის უწყება შეხვედრებს მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც აქციზის გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ექსპერტებიც უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს არის მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი.

ლუდზე აქციზი 1-ლი მარტიდან ძვირდება და გადაწყვეტილება უცხოურ პროდუქციასაც შეეხება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები