03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილე - დაგვიანებით დაწყებული კონცერტი და ნაწყენი ალენ დელონი

საოპერო თანავარსკვლავედი და მე-20 საუკუნის ლეგენდარული მსახიობი თბილისში. მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ბანს იუბილეს ქართველი და უცხოელი საოპერო ვარსკვლავები ულოცავენ. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში გალაკონცერტის მთავარი სტუმარი ალენ დელონი ჩამოვიდა.

კონცერტი სპორტის სასახლეში რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. ნაცვლად იმისა, რომ საიუბილეო საღამო სიმფონიურ ორკესტრს გაეხსნა, ის ორგანიზატორების ბოდიშით დაიწყო. 

პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე ლეგენდარულმა მსახიობმა ალენ დელონმა მიულოცა. 

"მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, დიდი ხანია მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი. პაატას დიდი წვრილი მიუძღვის, რომ მსოფლიომ საქართველო გაიცნო," - განაცხადა ალენ დელონმა.

კონცერტის დაწყებამდე კიდევ ერთი მცირე ინციდენტი მოხდა, ალენ დელონმა ორგანიზატორების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც  სცენაზე გამოსვლის დროს პლაზმურ ეკრანებზე მისი ახალგაზრდობისდროინდელი კინოკადრები გავიდოდა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. 

 

 

დღის ამბები