03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე პოლიტიკოსებმა მიულოცეს

„შთამბეჭდავი და ფანტასტიკური” - ასე შეაფასეს მსოფლიოში აღიარებულ ქართველი ბანის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი პოლიტიკოსებმა. ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა საოპერო ვარსკვლავებმა მიიღეს.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში გალა-კონცერტის მთავარი სტუმარი ალენ დელონი ჩამოვიდა. კონცერტს კათოლიკოს-პატრიარქი, პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან ლამაზი საღამო იყო. მინდა მივულოცო ბატონ პაატას იუბილე. ძალიან შთამბეჭდავი იყო ის შემადგენლობა და ის შესრულება, რითაც დღევანდელი დღე აღინიშნა. წარმატებული იუბილე იყო,” - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კონცერტით აღფრთოვანებას არ ფარავდა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერიც. ირაკლი ალასანიამ პაატა ბურჭულაძეს ქართველი გენიოსი უწოდა.

"ფანტასტიკური კონცერტი იყო და მეც მინდა ყველა ქართველთან ერთად მივულოცო ჩვენს გენიოსს - პაატას სამოცი წლის იუბილე და კიდევ დიდხანს მინდა, რომ საქართველოს სამსახურში იყოს და ასეთი დღეები აჩუქოს საქართველოს," - განაცხადა ირაკლი ალსანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები