03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია „რედისონში” გაიმართა

უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში” გაიმართა.

სახელმძღვანელო განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტებს ეხება, სადაც შესულია ის რეკომენდაციები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ყალიბდებოდა.

ასევე საუბარია იმ პრაქტიკაზე და შიდა კანონმდებლობის მოთხოვნებზე, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებობს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის თქმით, ნაშრომი ეხება მოსამართლეებისთვის სახელმძღვანელო წინადადებებს განაჩენის დასაბუთების ასპექტებზე.

მისივე განმარტებით, წიგნში საუბარია განაჩენის ფორმებზე და ტექსტის სტილისტურ გამართულობაზე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კონკრეტული რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა დაიწეროს უკეთესად დასაბუთებულად განაჩენი,” - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები