03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
რაფალიანცის გამოუძიებელ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ

2-წლიანი მოკვლევის შემდეგ ბარბარე რაფალიანცის საქმე გამომძიებელთა ახალ ჯგუფს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთბენ და, შესაბამისად, უცნობია, რას უკავშირდება ეს ცვლილება. თუმცა, ოჯახი უკვე შეხვდა ახალ გამომძიებლებს და საქმის გახსნის პირობაც მიიღო.

ახალი ჯგუფი კი, სავარაუდოდ, ყველაფერს ახლიდან იწყებს, მათ შორის მკიცებულებების შეგროვებასაც.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი არ არის. თუმცა, ამ განცხადებას არ ეთანხმება გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები