03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან 2,5 მილიონი გაქრა

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან დიდი ოდენობით თანხა გაქრა, რომლის გამოც, ნადირაშვილის თქმით, ამავე სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, თამარ ფხოველიშვილი, დააკავეს.

ოპოზიციაში აცახადებენ, რომ გაფლანგული თანხა კორუფციული სქემის ნაწილია, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტს ჯაბა შავგულაშვილი კურირებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ნათესავია.

ოპოზიაციში გამართული ბრიფინგის შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროში გაკეთდა. ეს სწორედ ის უწყებაა, რომელსაც წყალმომარაგების კომპანია ექვემდებარება.

ინფრასტრუქტირის მინსტრმა ერთობლივი განცხადება შინაგან საქმეთ სამინიტროს ანტიკორიფციული დეპარტამენტის გამომძიებელთან ერთად გააკეთა.

დავით შავლიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიაში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია. 

საქმის დეტალეზე არც გამოძიებას უსაუბრია. ანტიკორუფციული დეპარტამენტის წარმომადგენელმა დღეს მხოლდო ის განაცხადა, რომ საქმეზე ბევრი პირი დაიკითხა, თუმცა დაკავებული, მათ ინფორმაციით, არავინ არ არის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები