09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
"დიდი შვიდიანი" რუსეთისგან "მინსკის შეთანხმების" შესრულებას ითხოვს

"დიდი შვიდიანის" წევრი ქვეყნები რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ხვალიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდება.

ამის შესახებ განცხადება "დიდი შვიდიანის" ლიდერების სახელით ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

"დიდი შვიდიანი" მზადაა, მიიღოს შესაბამისი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც "მინსკის შეთანხმებას" დაარღვევს, არ შეწყვეტს ცეცხლს და არ გაიყვანს სამხედრო ტექნიკას დონბასის ტერიტორიიდან," -  ნათქვამია "დიდი შვიდიანის" ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში. 

"დიდი შვიდიანის" ქვეყნებს კანადა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი წარმოადგენენ. 

დღის ამბები