03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
რატომ დაუპირისპირდა მურმან დუმბაძე დავით ბაციკაძეს?

მურმან დუმბაძე ბათუმის ცენტრში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს.

შენობას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მეუღლის სახელზე გაფორმებული კომპანია აშენებს, რასაც თავად დავით ბაციკაძეც აღიარებს.

პარლამენტის ვიცესპიკერს კითხვები ფინანსურ ნაწილში აქვს. დუმბაძე პროკურატურას მილიონიანი სესხის უზრუნველყოფის შესწავლას სთხოვს.

ბაციკაძე ბრალდებებს არ ეთანხმება და დუმბაძის პოლიტიკურ წარსულზე საუბრობს.

ვიცესპიკერმა დღეს აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკაც გააკრიტიკა. მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობაში არაკომპეტენტური კადრების დანიშვნისთვის ივანიშვილს, ღარიბაშვილს და საგანელიძეს სდებს ბრალს.

დღის ამბები