18 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"თუ სამ თვეზე მეტხანს რჩება საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში და თავშესაფარს ითხოვს, საქართველომ ის უკან უნდა დააბრუნოს"-ელმარ ბროკი

„ეს არ არის მოვლენათა კარგი განვითარება, თუ უვიზო მიმოსვლას თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა მოჰყვება, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება და არ ამუშავდება ეს მექანიზმი,”-ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა გააკეთა.

მისი თქმით საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან აქტიური იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

“საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან აქტიური, იმუშაოს გერმანიისა და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან და ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს თავიდან აიცილოს. თუ სამ თვეზე მეტხანს რჩება საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში და თავშესაფარს ითხოვს, საქართველომ ის უკან უნდა დააბრუნოს და დაამტკიცოს, რომ იგი არის ქვეყანა, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს,“-განაცხადა ელმარ ბროკმა.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები