03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
გაზის მილები, რომლებშიც გაზს არასოდეს გაუვლია. სოფლები - სკრა, ხურვალეთი, ბერბუკი და მეტეხი გაზის მოლოდინში

სოფელ ხურვალეთში, როგორც გორთან მდებარე დევნილთა სხვა დასახლებებში, სახლის გასათბობად ისევ ყველანაირ გზას მიმართავენ. შეშის მარაგის დაზოგვისთვის ერთ-ერთი გზა გირჩების შეგროვებაცაა.

სოფელ სკრის ანალოგიურად, სადაც პოსტსკრიპტუმი გასულ კვირას იმყოფებოდა, ხურვალეთის დასახლებაშიც ზაფხულში დამონტაჟდა გაზის მილები და გამათბობლები. მთლიანად ამერიკული გრანტით დაფინანსებული სამუშაო გორის მუნიციპალიტეტს 3 ოქტომბერს გადაეცა, მოსახლეობაც ხწორედ ამ დროიდან ელოდება ბუნებრივ აირს.

დევნილების შეშის ტალონით მომარაგება შეწყდა იმ მიზეზით, რომ სახლებში ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი დასრულებულია, მათ მხოლოდ ერთხელ დაეხმარნენ. ამის შემდეგ კი მათ ზამთრის გატანა საკუთარი სახსრებით უწევთ. ბევრ ოჯახს შეშის საყიდლად ბანკიდან კრედიტი რეგულარულად გამოაქვს.

გორის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლების გაზიფიკაციის პროცესს დიდი პროგრესი არ განუცდია. გამგებელი აცხადებს, რომ პროექტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია და საკრებულოსთვის განსახილველად გადაცემული არ არის.

გამგებელი უკვე მეხუთე თვეა აქტიურობს და ჩქარობს, მაგრამ ბერბუკის, მეტეხის, სკრისა თუ ხურვალეთის მოსახლეობისთვის დამზადებული გაზის მილები ისევ ცარიელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები