09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
"მიმდინარეობს დაბომბვა მძიმე არტილერიით," - უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური

ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს რუსი სეპარატისტები მინსკის მეორე შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს დაბომბვა. 

მამულაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს."მონახაზში რა შეთანხმებაც იყო, არც ერთი არ სრულდება," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა  "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას. 

მისივე თქმით, რამდენადაც მისთვის არაოფიციალურად არის ცნობილი, რუსეთის რეგულარული არმია ტერიტორიაზე უკვე შესულია. 

 

დღის ამბები