03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
გიორგი ოვაშვილი ზვიად გამსახურდიაზე ახალ ფილმს იღებს

ზვიად გამსახურდიაზე ფილმის გადაღებას გიორგი ოვაშვილი გეგმავს, თუმცა სცენარი, რომელიც მან კინოცენტრს წარუდგინა, კონკურსს მიღმა აღმოჩნდა, ეს კი შესაძლოა იმის მიზეზი გახდეს, რომ „მანდარინების” მსგავსად, კიდევ ერთი ქართული ფილმი სხვა ქვეყანამ წარადგინოს. როგორც "პოსტსკრიპტუმს" კინოცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ განუცხადა, მთავრობასთან ერთად მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ფილმი დაფინანსდება.

ვინ და როგორ დააფინანსებს ფილმს, მისთვის უცნობია, თუმცა რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აცხადებს, რომ ფილმს ის აუცილებლად გადაიღებს.

კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი "გაღმა ნაპირის" შემდეგ ახლა უკვე ახალ ფილმს, სახელად "ხიბულას" გადაიღებს. ფილმი მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას ეხება. "ხიბულა" - სიტყვა, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც სოფლის სახელი, ახლა ფილმის სახელწოდებად მოგვევლინება. ეს ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი 50 დღის ამსახველი საეკრანო დრამა იქნება.

დღის ამბები