03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
მესტიისკენ მიმავალი გზა ღამის განამავლობაში გადაკეტილი იყო

მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო მესტიისაკენ მიმავალი გზა ნაკრის და ლახამულის მონაკვეთზე. ამის გამო რამდენიმე მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა და მგზავრებსაც, მათ შორის ბავშვებს, მანქანებში მოუხდათ ღამის გათენება.

გზის გადაკეტვის მიზეზად ინფრასტრუქტურის სამინისტროში კლდის მასის ჩამოშლას ასახელებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მგზავრთა უსაფრთხოების გამო ღამის საათებში იკრძალება გადაადგილება. მოძრაობის განახლებას სპეციალისტები დილიდან ვარაუდობენ.

რუსთავი 2-ს გზის ამ მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები დაუკავშირდნენ. ანა გირგვლიანის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, რის გამოც ისინი გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

"ტრაქტორი უყენიათ და გზას არ წმენდენ. ხუთი მანქანა გაჩერებულია. საგანგებოში და პატრულში რომ ვრეკავ, მეუბნებიან, გზა დილამდე არ გაიხსნებაო და აქ კი არავინ არ მუშაობს. რატომ, არ ვიცით," - განაცხადა ანა გირგვლიანმა.

 

დღის ამბები