09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
სტოლტენბერგი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ინტერესების შესახებ

ნატოს უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ჯარის მოქმედების დამადასტურებელი საბუთები აქვს.

ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსულ „კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი სადაზვერვო საშუალებები გვაწვდიან ინფორმაციას რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შესახებ. დამოუკიდებელი წყაროები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას დაღუპული რუსი სამხედროების თაობაზე. ეუთო გვაწვდის ინფორმაციას მძიმე ტექნიკის დაშლის შესახებ, რომლის ექსპლუატაციაში სეპარატისტებს რუსი სპეციალისტები ეხმარებიან,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის აზრით, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, სეპარატისტები ვერ გაუწევდნენ ამხელა წინააღმდეგობას ანტიტერორისტულ ძალებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები