26 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
შსს-ს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში - ძალოვანების ჩასვლა შესაძლოა დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდებოდეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში. სამართალდამცველები "რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში  გადაიღო.

უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები არ აკონკრეტებენ.

სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. საპროტესტო აქციით, ადგილობრივები სამშენებლო კომპანიისთვის მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობის ხელის შეშლას გეგმავს.

მესტიაში დღეს "სინერჯი ქონსტრაქშენმა" სპეც ტექნიკა უნდა აიყვანოს. ჰესების მშენებლობის შეჩერება სვანებმა გუშინ მესტიის ცენტრში გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათი თქმით, ერთდროულად რამდენიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის აგება რეგიონში უნიკალურ ბუნებას გაანადგურებს. შემუშავდა შესაბამისი პეტიციაც.

დღის ამბები