03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
კახა კოჟორიძეს საყდრისის საკითხზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამრთლოში გასაჩივრებას გეგმავს კახა კოჟორიძე.

„საიას” ყოფილ თავმჯდომარეს, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, საყდრისის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის განცხადებით, დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ განაჩენის გაუქმებას და ხელახლა განხილვას ეხება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ არ შეაჩერა საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების მიზნით გაცემული თანხმობა და ასევე მისთვის სტატუსის მოხსნა.

„ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რაც აქვს მიღებული საქალაქო სასამართლოს, რითაც უარი თქვა გასაჩივრებული აქტების მოქმედებების შეჩერებაზე, ამდენად ჩვენ სწორედ ამ მოქმედების შეჩერებას ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს მიერ,” - აცხადებს სულხან სალაძე - საია-ს წარმომადგენელი. 

კოჟორიძე, საყდრისისთვის სტატუსის მოხსნასთან ერთად, საბადოზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს და მის შეწყვეტას ითხოვს.

პარალელურად, კომპანია „არემჯიმ” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტები აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამავე თემაზე
დღის ამბები