03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
სოციალურად დაუცველები მერიისგან საცხოვრებელი ფართობის დაკანონებას მოითხოვენ

დედაქალაქის მერიის შენობასთან თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეიკრიბა.

ისინი უწყებისგან საცხოვრებელი ფართობის დაკანონებას მოითხოვდნენ. სოციალურად დაუცველებს ვიცე-მერი იურისტებთან ერთად შეხვდა.

ალუდა გოგლიჩიძის განმარტებით, საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს და მან იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ გახდება.

„თანამშრომლობა გრძელდება. ამ მოქალაქეებმა წარმოადგინეს გარკვეული დოკუმენტაციები მერიაში. ჩვენი სამსახურები მუშაობენ. შემდგომი ეტაპები სამართლებრივად იურისტებთან ერთად გავიარეთ და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია,” - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები