09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
უნგრეთი ვლადიმერ პუტინის ვიზიტს საპროტესტო აქციებით ხვდება

უნგრეთი ვლადიმერ პუტინის ვიზიტს საპროტესტო აქციებით ხვდება. ათასობით დემონსტრანტი ბუდაპეშტის ცენტრში ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან მჭიდრო კავშრის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ ევროპელ პარტნიორებთან დაახლოება ურჩევნიათ და ქვეყანამ ჯერ კიდევ 89 წლის წინ თქვა უარი ცარიზმზე.

ვლადიმერ პუტინი უნგრეთში დღეს ჩადის. ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება და გავრცელებული ინფორმაციით, ენერგოსექტორში თანამშრომლობას განიხილავს.

დღის ამბები