



მკვლელობა ვერაზე-მოკლულია 60 წლის მამაკაცი. როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი მამაკაცი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ცხედარი მისსავე სახლში იპოვეს.
ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.