21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
საია - ქონების მართვის სააგენტოს "ინთერნეიშენალ ივენთთან" დადებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  ქონების მართვის სააგენტოს "ინთერნეიშენალ ივენთთან" დადებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

შპს-ს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, თუმცა იურისტები აცხადებენ, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კომპანიასთან კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის შესაძლო კავშირს არ გამორიცხავენ

„ხელშეკრულებით გათვალიწინებულია კონკრეტული ვალდებულებები, თუნდაც მართვის ნაწილში, ინფორმაციის მიწოდების ნაწილში და ასე შემდეგ, რომელიც არ სრულდება. საია-მ გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომელიც ეხება სწორედ შპს "ინთერნეიშენალ ივენთსა" და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას, სწორედ ფილარმონიის საკითხზე და მათ შორის კულტურის მინისტრის ბინაში არსებულ, რეგისტრირებულ კომპანიაზე, ამ კვლევებშიც ჩვენ ვსაუბრობთ დარღვევებზე,“-აცხადებს სალომე სარალაძე.

დღის ამბები