03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
„მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი" მერიას საატესტაციო გამოცდების კანონდარღვევით წარმართვაში ადანაშაულებს

ქალაქის მერიას საატესტაციო გამოცდების არაკანონიერად წარმართვაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი-მედიატორი.”

ორგანიზაცია დავით ნარმანიას მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებას სთხოვს.

„ადამიანებმა, რომელთაც გაიარეს ატესტაციის პირველი ეტაპი და აიღეს უმაღლესი ქულები, სწორედ ეს ადამიანები დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო, ვინც გამგებლებმა დანიშნეს მაღალ თანამდებობებზე გამგეობებში, ისევე აგრძელებენ მუშაობას,” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის” ხელმძღვანელმა.

ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერს თხოვნით მიმართა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ატესტაციის პირველი ეტაპის მინიმალური ზღვარი, შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

ბრიფინგზე ჟურნალისტებს ცხრა გამგეობის ატესტაციის შედეგები გააცნეს. ორგანიზაციის განმარტებით, დედაქალაქში ყველაზე ბევრი დარღვევა მთაწმინდის რაონში აღინიშნება.

მათი განცხადებით, უკანონოდ აქ თანამდებობის 14 პირი დაინიშნა, მათგან 4 გამგებლის მოადგილეა.

მედიატორის განმარტებით, მონაცემები საჯაროა და მათი გადამოწმება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები