03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის გაჩერებაც. 

ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით დასაშვებია, ხოლო ორი ან მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს მასშტაბით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები