03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ტურისტებს ვიზების მიღება საკონსულოში მისვლის გარეშე შეეძლებათ

საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტებისთვის ვიზების მიღება გამარტივებულია.

დღეიდან ელექტრონული ვიზების პორტალი ამოქმედდა და ვიზიტორებს საკონსულოში ფიზიკურად გამოცხადების გარეშე შეუძლიათ მიიღონ ქვეყანაში შემოსვლის მოკლევადიანი ვიზა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება სავიზო განაცხადის გაკეთება.

გიორგი ტაბატაძის თქმით, სისტემა ემსახურება იმას, რომ, რაც შეიძლება, მარტივად შეძლონ ტურისტებმა ვიზების მიღება და მარტივად გამოემგზავრონ საქართველოში.

გამარტივებული სავიზო პროცედურების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებში, რომელთანაც 2014 წელს სავიზო რეგულაციები გამკაცრებული იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები