03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
გაძვირებული წამლები - აქცია 13 ქალაქში

არასაპარლამეტო ოპოზიციის ერთი ნაწილი მედიკამენტებზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებს.

სააფთიაქო მონოპოლიის წინააღმდეგ აქცია დღეს საქართველოს 13 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქართული სააფთიაქო ბაზარი მონიპოლიზებულია და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანიები წამლებზე ფასებს ხელოვნურად ზრდიან.

ისინი მთავრობისგან ფასების რეგულირებას მოითხოვენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსგავსი აქციების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ.

 

დღის ამბები