20 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
კორპუსები სასტუმროების ნაცვლად - კანონდამრღვევი კომპანიები აჭარაში, რომელსაც მთავრობა მფარველობს

ტენდერის გარეშე გაცემული ტერიტორიები, სადაც ინვესტორებმა პროექტით გათვალისწინებული სასტუმროების ნაცვლად კორპუსების მშენებლობა დაიწყო - საუბარია აჭარის სანაპირო ზოლზე და მაღალმთიან რაიონებზე, სადაც ადგილობრივმა მთავრობამ რვა კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით ტენდერის გარეშე, დაბალ ფასად გადასცა ტერიტორიები. ვალდებულებებში კი ჩაიწერა, რომ ამ ფართებზე სასტუმროები უნდა განთავსებულიყო. გასხვისებული ტერიტორიების ნაწილზე ან საერთოდ არაფერი აშენდა ან მრავალსართულიანი კორპუსები განთავსდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით 2013 დან 2017 წლამდე გასხვისებული ქონებები შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, რვიდან შვიდი კომპანიის შემთხვევაში პირობების შეუსრულებლობის მიუხედავად, აჭარის მთავრობას სანქციები არ დაუწესებია, ვალდებულებები კი მაინც გადაავადა.

გაირკვა, რომ კომპანიის მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან "ქართული ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენები არიან.

აჭარის მთავრობაში კი კომპანიებისთვის შეუსრულებელი ვალდებულებების რამდენჯერმე გადაწევას ბიზნესის ხელშეწყობის მიზეზით ხსნიან. 

 

ავტორი: ნანა სისვაძე. 

დღის ამბები