01 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის პროცესში თითქმის, იგნორირებულია ევროსასამართლოს პრეცედენტები - ანა დოლიძე 

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მორიგ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას შეეხება.

დოლიძე მიიჩნევს, რომ შესარჩევ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას კანდიდატების მიერ განხილულ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ანა დოლიძის თქმით, ეს იქნება მოსამართლეთა შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც კომპეტენციის ნაწილში იქნება ჩადებული.

„მოსამართლეთა შერჩევის პროცესში თითქმის, იგნორირებულია ევროსასამართლოს პრეცედეტები და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება გაარჩია შემდგომ სტრასბურგის სასამართლომ. თუ ჩვენ მართლაც გვინდა, ჰარმონიზება გავაკეთოთ ჩვენი სასამართლოს სივრცის სტრასბურგთან, აუცილებელია, რომ როდესაც მოსამართლე გამოდის გასაუბრებაზე, გავითვალისწინოთ, მისი რომელიმე საქმე მოხვდა თუ არა სტრასბურგში, ეს იქნება მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

კიდევ ერთი ინიციატივა კი რომელზეც დღეს იმსჯელებენ, შეეხება სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევას. 

დღის ამბები