17 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
დე ხეას ირგვლივ ისევ გაურკვევლობაა

მანჩესტერმა დე ხეას რეალში გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება დროულად შეასრულა.

იუნაიტედის ხელმძღვანელობამ მოასწრო მეკარის ტრანსფერის რეგისტრაცია FIFA-ს სისტემაში. თუმცა, რეალმა ვერ მოასწრო მოთამაშის წარდგენა პრემერა დივიზიონში მონაწილეობისთვის.

ამის შედეგად, უფლებები დე ხეაზე რეალს ეკუთვნის, მაგრამ მადრიდელები ვერ გამოიყენებენ მას ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში.

ჯერჯერობით, დე ხეა  მანჩესტერში რჩება, კეილორ ნავასი კი, რომელიც გარიგების შედეგად იუნაიტედში  უნდა გადასულიყო, მადრიდშია.

არაოფიციალური ინფორმაციით, მანჩესტერმა დააგვიანა დოკუმენტების გადმოგზავნა, მაგრამ ეს ცნობა თავად მადრიდელებმა  უარყვეს და განაცხადეს, რომ იუნაიტედისგან  მათ ყველაფერი 23:59 საათზე  – ფანჯრის დახურვამდე 1 წუთით ადრე მიიღეს და მომენტალურად დასარეგისტრირებლად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გადააგზავნეს. ფედერაციის თქმით  კი დოკუმენტების მიღების დროდ 00:28 წუთია დაფიქსირებული. 
 
დე ხეას ტრანსფერის საქმეში FIFA ჩაერთო. სავარაუდოდ, ფეხბურთელის ბედი დღეს გაირკვევა.

 

 

წყარო: goal.com, skysports.com

დღის ამბები