შეერთებული შტატების ღია პირველობის პირველი დღის გმირი ბენუა პერე გახდა, რომელმაც ხუთსეტიან მატჩში კეი ნიშიკორის დამარცხება შეძლო - 6:4, 3:6, 4:6, 7:6 (8:6), 6:4.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე სეტის ტაი ბრეიკზე იაპონელს ორმაგი მატჩბოლი ჰქონდა. შეხვედრა 3 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
თავიანთი მატჩები მოიგეს ტურნირის ფავორიტებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა. სერბმა სამ სეტში (6:1, 6:1, 6:1) ჟოაო სოუზა დაამარცხა, ნადალმა კი 4 სეტში (6:3, 6:2, 4:6, 6:4) ბორნა კორიჩი.
ქალთა თანრიგში პირველმა დღემ ხმაურიანი სენსაციები გარეშე ჩაიარა. სერენა ულიამსი უპრობლემოდ გავიდა მეორე წრეში. როდესაც ანგარიში 6:0, 2:0 იყო ამერიკელის სასარგებლოდ, მისმა მეტოქემ ვიტალია დიატჩენკომ მატჩის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა.
წყარო: usopen.org